Georgian to English Translation
დიანა ღურცკაია - ქალს ერთი უნდა უყვარდეს (სატრფიალო)
ქალს ერთი უნდა უყვარდეს,
და არა მთელი ფარაო,
- მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად,
მიყვარს და არცა ვმალავო. X3
შენ დამიტირე ლამაზო,
შენი შავისა თვალითა,
- თუ ვერა გნახავ დავდნები,
როგორც მთის თოვლი ნამითა. X4
დილით მზე ამოსულიყო
შენ ამაუსწარ წინაო,
- თუ ჩემი ნდობა არაა გაქვს,
ნეტავი მაცოდინაო. X3
ქალს ერთი უნდა უყვარდეს,
და არა მთელი ფარაო,
- მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად,
მიყვარს და არცა ვმალავო. X3
- არც უკან დაგეწეოდი,
არც შეგვხვდებოდი წინაო. X2
ქალს ერთი უნდა უყვარდეს,
და არა მთელი ფარაო.
|