Hello )
Would you kindly translate this Georgian song to English ?

33ა & ნიაზ დიასამიძე - სულის ვარდო (მუხამბაზი)

რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს?
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
ცრემლის ნამი, რა ვქნა მე, არ მასველებს
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.

მისამღერი:
.. სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ X2

მოხიბლული მაგ შენს თვალის წამწამით
განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით,
დღე ვდარდობ და ღამე დავეხეტები
მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.

ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება
გამიღიმე, მითხარ რა დაგაკლდება?
არა! არ მსურს მოწყნელი გიხილო
ამას მიჯობს, სამარეში მიხილო.

ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები
სიყვარულის ბედით განაწამები.
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.

მისამღერი …

Thank you.