მითხარი
მოდიხარ ჩემსკენ შენ ნაზად ვერაფერს გიმალავს კაბა
ნაცნობი სურნელი როგორ მომენატრე
ტუჩები ეხება ტუჩებს და შენი სუნთქვა ნაზი
ჩურჩულით მპირდება კვლავ საოცარ ღამეს
მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ…
წამოდი, ჩემთან წამოდი, ყოველთვის ამ სიტყვებს
ვამბობდი
და ახლაც შენ კვლავ ჩემთან ხარ.
თვალებში ჩაგხედავ ნაზად ტუჩები გეტყვიან ჩუმად
მინდა რომ გაკოცო აღარა ვარ მარტო
შეხედე საოცარ ღამეს მთვარეს და ვარსკვლავებს
მინდა რომ ერთმანეთი სიზმარშიც ვნახოთ
მისამღერი
და ფერადი ნაზი ზმანება
კვლავაც ჩურჩულით გიყვება
უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ შენ შენ
ჩემი ხარ ჩემი ხარ კვლავ
მისამღერი